გიორგი მარგველაშვილი: ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახისაკენ

 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილგალაკონცერტს დაესწრნენ.
კონცერტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა.
პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპულიოჯახის სივრცისკენ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება.
„25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ თავისუფლები ჯერ კიდევ გადასადგმელია. ჩვენ უნდაავაშენოთ ჩვენი ღირებულებების, ევროპული ღირებულებების იდენტური საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებისიდეალებზე.
თავისუფლება ნიშნავს, იმას, რომ ხარ ინდივიდი, გაქვს შენი ღირებულებები და შეხედულებები და ამავდროულად შენ  აღიარებ სხვის თავისუფლებას დაშეხედულებებს, იფიქროს და იცხოვროს შენგან განსხვავებულად. ასე ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში, ასეთი კულტურა შევქმენით ჩვენ, ახლასაჭიროა, ეს კულტურა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივ სისტემაში.
ამ  ნაწილში ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები.
ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახის სივრცისკენ, ამას მეტყველებსჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულებები, ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ვითარდება საქართველოში და ამის ნათელი დადასტურება იქნება ისევროპული სტანდარტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება წელს და რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან აქტიურად ჩაერთვება.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის მომავალი გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება ამ გზაზე. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი, მე ამაშიდარწმუნებული ვარ!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სტუმრებს შორის იყვნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტისთავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, მაია მელიქიძე, ალექსანდრე ბარბაქაძე, სოფიო შამანიდი.
კონცერტის შემდეგ საპატიო სტუმრებისთვის მიღება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები