საქართველოს პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე და ჩვენ ქართველებმა, რაოდენობრივად პატარა ერმა, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ და ქართველებმა შეიტანეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს!” –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში,  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და ადმინისტრაციის სხვაწარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები