პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა

ეს დღესასწაული იმდენად დიდია – ეს კვირიაკე, რომ მას ბერძნულად ანტიპასხო -პასექის აღდგომის თანატოლი დღესასწაული ეწოდება – ამის შესახებ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა და მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
“ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი დალოცა.
ილია მეორემ ასევე დალოცა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ბატალიონი და ასევე საქველმოქმედო ფონდი „სავსე გულით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები