თბილისის ზღვაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის ეკოვიჟენის‘‘ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ორგანიზებით განხორციელდა. აქციაში მონაწილეობა დიპლომატიური კორპუსის, მერიის სამოქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები