პროექტის „მე და კონსტიტუცია” მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

 

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მე და კონსტიტუცია” მონაწილეები დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. პროექტი „მე და კონსტიტუცია” საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება და ახალგაზრდებში საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ კონკურსის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პირადად უმასპინძლა.
პროექტის „მე და კონსტიტუცია” ფინალი ხვალ, 8 მაისს, ბაზალეთში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების 12 გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში შეეჯიბრებიან. კონკურსი „მე და კონსტიტუცია” 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომელთაგან III ადგილზე გასულს პლანშეტი გადაეცემა, II ადგილზე გასულს კომპიუტერი, ხოლო I ადგილზე გასული გუნდი სტრასბურგსა და პარიზში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები