„ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე გამოიცა (ფოტოკოლაჟი)

 

კორეაში, ქ. სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.
ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქ. სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.
„ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით გამოიცა.

13173720_10153432671710899_7939271435759897327_n

13124620_10153432671705899_8473512395341316961_n

13103252_10153432671655899_8938467171614462317_n

13177947_10153432671660899_7331880634620690928_n

13151849_10153432671645899_1493706067071246559_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები