იაპონია-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად იაპონიაში მემორიალური ძეგლი გაიხსნა

ფუკუშიმას პრეფექტურის ქ. ინავაშიროში და ივატეს პრეფექტურის ქ. რიკუძენტაკატაში, იაპონია-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად, ალუბლის ხის მემორიალური დარგვის ცერემონია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ცინცაძემ, იაპონიის ალუბლის ყვავილობის ასოციაციის პრეზიდენტმა, სუსუმუ ჰასუმმა და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებმა.
საზეიმო ცერემონიის ფარგლებში აღიმართა იაპონია-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავი მემორიალური ძეგლები.
ალუბლის ხის დარგვის ცერემონიის დასრულების შემდგომ, ლევან ცინცაძემ შეხვედრები გამართა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან საქართველო- იაპონიის მეგობრობას. იაპონიის მხარემ ელჩს მადლობა გადაუხადა, 2011 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაზარალებული რეგიონებისა და მოსახლეობის მიმართ საქართველოს მხრიდან გამოჩენილი თანადგომისთვის. ფუკუშიმას რეგიონში ვიზიტის დროს ელჩმა რეაბილიტაციის ცენტრებში მყოფი დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. აღსანიშნავია, რომ იაპონია-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად ალუბლის ხის მემორიალური დარგვის ცერემონია ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები