შსს-ს არქივმა „დიდი ტერორის“ პერიოდის დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის, ასევე, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული მხატვრული ნაწარმოების – ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა.
პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ. დიდი ტერორის პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
ნაწარმოებში – „დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ ასახულია სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრება, მათი დაუნდობელი ქმედებები, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობის სცენები, წამების, მორალური ზეწოლის ისტორიები. წიგნი გაფორმებულია უნიკალური თემატური ილუსტრაციებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები