ახალქალაქის რაიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში სამ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენებიც, რის გამოც სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
როგორც “კვირას“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ შალვა ბალახაძემ განუცხადა, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. “ძლიერმა ქარმა სოფელ კოთელიაში სამი საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები მათ ზარალი აღწერეს, სტიქიასთან ბრძოლის შტაბი ყველაფერს დეტალურად შეისწავლის  და გამგეობა შესაძლებლობების ფარგლებში დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს“, – განუცხადა “კვირას“ შალვა ბალახაძემ.
მისივე თქმით, ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანის შესახებ გამგეობაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან შეტყობინება არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები