პატრიარქი: ივერიის ღვთისმშობლის ხატის მადლი იყოს მფარველი საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელთმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად, ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი საფარველი თქვენ და საქართველოს, ამინ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები