პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09.00 საათზე, დაიწყება და 25 მაისს, 20:00 საათზე, დასრულდება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge-ზე განხორციელდება.
რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულიდან.
როგორც გიგაურმა აღნიშნა, პირველკლასელთათვის 70.500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ არცერთი პირველკლასელი სკოლებში ადგილის გარეშე არ დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები