მახათას მთაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან

დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება. ამ წუთებში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, ხოლო 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის დაიწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები