ქობულეთში შეკრებილი მოსახლეობა გაუპატიურებაში მამაკაცს ადანაშაულებს და მის გასამართლებას ლინჩის წესით ითხოვს

აჭარაში, ქობულეთის ერთ-ერთ უბანში შეკრებილი მოსახლეობა 65 წლამდე მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებს და მის გასამართლებას ლინჩის წესით ითხოვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თუ ისინი მამაკაცს სადმე იპოვნიან, ჩაქოლავენ.
ქობულეთლები ამბობენ, რომ აფთიაქის მფლობელი მამაკაცი მეზობლის 11 წლის გოგონას “კამფეტების შეთავაზებით მანქანაში ეპატიჟებოდა”. მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი წარსულში გაუპატიურებისთვისაა ნასამართლევი.
ბავშვის დედამ პოლიციას დღეს მიმართა. მოზარდს მამა არ ჰყავს. გოგონა ამჟამად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სავარაუდო ეჭვმიტანილის აფთიაქსა და საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს. ადგილზე იმყოფება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძეც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები