ხვალ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი ჩატარდება

ხვალ, 3 მაისს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის დაიწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები