თბილისში ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დაშავდნენ. შემთხვევა ვეფხის და მოყმის ძეგლთან მოხდა.
ერთმანეთს სუბარუს და მაზდას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა. სწორედ ამ ავტომობილში ისხდნენ მცირეწლოვანი ბავშვები მშობლებთან ერთად.
ყველა დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მკურნალმა ექიმმა გიორგი ვარშანიძემ განაცხადა, დაშავებულებს ტრავმატოლოგიური პირველადი დახმარება გაეწიათ, რის შედეგადაც გადაწყდება გახდება თუ არა საჭირო ქირურგიული ჩარევა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები