უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი შეეწირა. 33 წლის რევაზ წიკლაური დონეცკის მახლობლად ქალაქ აბიევკაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაიღუპა. ის ნაღმმტყორცნის აფთქებას ემსხვერპლა. წიკლაური 90-ე სადესანტო მოიერიშე ბატალიონის წევრი იყო. დაღუპულ მებრძოლს უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. მას სავარაუდოდ საქართველოში გადმოასვენებენ და სამშობლოში დაკრძალავენ. წიკლაური, თელავის რაიონის სოფელი ლაფანყურიდან იყო. ის ბოლო 13 წლის განმავლბოაში უკრაინაში ცხოვრობდა.
წიკლაური უკრაინის ჯარში კონტრაქტით იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაფანყურში მისი გამზრდელი ბიძა და ბიცოლა ცხოვრობენ.

წყარო: „რუსთავი 2“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები