ილია მეორე: სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს

„მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია“,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანებს.
როგორც უწმინდესი აღნიშნავს, ყოველივე ამის შემდეგ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება.
„მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია. მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება.
საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა. სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს“, – აღნიშნავს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები