უწმინდესმა სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება მოზარდების თვითმკვლელობაზე გაამახვილა

„ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში წერია.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის, რასაც მისი თქმით, მათში ემოციური ფონის გაძლიერება იწვევს.
„ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია. მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც“, – წერია სააღდგომო ეპისტოლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები