ლაგოდეხის რაიონში წვიმისა და სეტყვის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტოენერგია არ მიეწოდება (ვიდეო)

კახეთში, ლაგოდეხის რაიონში წვიმისა და სეტყვის გამო მოსახლეობის 50 პროცენტს ელექტოენერგია არ მიეწოდება, – ამის შესახებ „კვირას“ კახეთის ელექტროდისტრიბუციის ლაგოდეხის ფილიალის მენეჯერმა თემურ ბუზალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელი წვიმის შედეგად, ელექტროენერგია მოსახლეობას დღეს აღუდგა. თუმცა, ბუზალაძის ინფორმაციითვე, საღამოს საათებში შუქი ისევ გაეთიშათ.
„დილით გამოიდარა, სარემონტო სამუშაობი ჩავატარეთ და სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. თუმცა, ამ საღამოს წვიმის და ჭექა-ქუხილის დროს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგომამარაგება შეეზღუდა. მომენტალურად ფიდერი გამოირთო. როგორც კი გამოიდარებს, სარემონტო სამუშაოები განახლდება“, – აცხადებს თემურ ბუზალაძე.
აღნიშნულის გამო „კვირა“ ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილეს გიორგი ბოკერიასაც დაუკავშირდა.
მისი თქმით, ლაგოხედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები 30 წელია არ გამოცვლილა და წვიმის დროს მწყობრიდან გამოდის.
ბოკერიას ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში გაზაფხულის წვიმის და ჭექა-ქუხილის დროს, უშუქობა ხშირი მოვლენაა. თუმცა, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების რეაგირების შედეგად, ეს პრობლემა მოგვარაბადია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები