ომის ვეტერანებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი დაურიგეს რუსთავსა და თბილისში მცხოვრებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს, მარჩენალდაკარგულებსა და ომში დაინვალიდებულ ვეტერანებს. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდი „მეოხი-2004“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებიც. საქველმოქმედო აქცია ქართული კომპანიების შემოწირულობებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები