საქართველოს ჰოლანდიური საგუნდო კოლექტივი Barbers and Bishops ეწვევა

მაისში საქართველოს ჰოლანდიური საგუნდო კოლექტივი Barbers and Bishops ეწვევა. გუნდს 30-წლიანი გამოცდილება აქვს და მათი რეპერტუარი დაახლოებით 7 საუკუნეს მოითვლის. მამაკაცთა გუნდის 9 -კაციანი შემადგენლობა, დაბალი ბანიდან მაღალ კონტრ-ტენორამდე, ხმათა დიდი დიაპაზონით გამოირჩევა. მათი რეპეტუარი ძალიან მდიდარია. ისინი ოსტატურად ასრულებენ როგორც ძველ, ასევე თანამედროვე მუსიკას. ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, როგორც რენესანსის პერიოდის, ასევე პოპმუსიკისა და თანამედროვე კლასიკური ნაწარმოებები. სწორედ ამგვარი ფართო რეპერტუარი განაპირობებს იმას, რომ ისინი შესრულებისას შესანიშნავად გრძნობენ თავს, როგორც უზარმაზარ საკათედრო ტაძარში, ასევე ადგილობრივ ფაბში.
საქართველოში წარმოდგენილ კონცერტებზე გაჟღერდება როგორც ხუთასი წლის წინანდელი კომპოზიტორების – მორალესისა და გალუსის ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე პოპკომპოზიციებიც. 13118961_1340371509312169_4260899208121265299_n
საკონცერტო პროგრამას Little Feat’s- ის ნათელი ნაწარმოები The Ingenue გახსნის, მაგრამ მას მალევე ჩაანაცვლებს გაცილებით უფრო ღრმა მუსიკა: პროგრამას ორი საგუნდო ნაწარმოები – Gallus magnificent და Duo Seraphim გააგრძელებს, რომლებსაც მე – 16 საუკუნის კომპოზიტორის, მორალესის Circumdederunt me მოჰყვება.
ძველებურ მუსიკას კვლავ ახალი ჟღერადობა შეცვლის და ამჯერად Toto’s „Africa” გაიჟღერებს.
ანსამბლის წევრებს მცირე ექსპერიმენტის ჩატარებაც სურთ: ერთ-ერთი ძველი დროის ჰოლანდიელი კომპოზიტორის, Sweelinck- ის “ოცდამესამე ფსალმუნის” პარალელურად, შესრულდება ქართველი თანამედროვე კომპოზიტორის, ნინო ჯანჯღავას “ალილუიები”.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებებს საუკუნეები აშორებს ერთმანეთისგან, ისინი მაინც ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს.
ამის შემდგომ დადგება დრო თანამედროვე მუსიკისათვის და შესრულდება Henryk Gorecki- ს Totus Tuus, რასაც თანამედროვე პოპმუსიკის პოპური მოჰყვება. მსმენელს ექნება საშუალება, აკაპელას სტილში მოისმინოს Beatles-ის, Lou Reed – ის, Queen- ის და Radiohead-ის სიმღერები. კონცერტის დასასრულს კი ანსამბლი Billy Joel-ის „იავნანათი” დაგვემშვიდობება.
Barbers and Bishops მუსიკას დირიჟორის გარეშე ასრულებენ. ანსამბლის შემადგენლობაში არიან: Henk de Groote, Ardo Ebbinge, Jan Brink, Vincent Tichelman, Karel Blommesteijn, Willem Schreuder, Frans Bremer, Frank de Ruyter (სამხატვრო ხელმძღვანელი) და Gerard Vromans.
ანსამბლის უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ Youtobe-ს მიმართოთ: http://www.youtube.com/barbersbishops,
ჩანაწერების შეძენა კი შესაძლებელია როგორც amazon- ზე, ასევე itunes-ზე.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები