”საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი მატარებელი ზუგდიდის მიმართულებითაც დანიშნა

”საქართველოს რკინიგზამ” დამატებით მატარებელი ზუგდიდის მიმართულებითაც დანიშნა.
როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, ”საქართველოს რკინიგზა” კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით.
”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, თბილისიდან პირველ მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 საათზე, ჩასვლა ზუგდიდში 06:36 საათზე, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30 საათზე, ჩამოსვლა თბილისში 07:05 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები