სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შეასრულა. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა სპეციალურ სადგამზე – „საფლავზე“ დაასვენეს. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. მსახურების ბოლომდე ასევე წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას და შესრულდება საგალობელი, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზეა შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები