სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე გარდამოხსნის წესს ასრულებს

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად გარდამოხსნის წესს ასრულებს. ტაძარში მსახურებისთვის დადგეს სადგამი – „საფლავი“, რომელზედ შემდეგ მაცხოვრის გარდამოხსნას დააბრძანებენ. გარდამოხსნას საკურთხევლიდან პატრიარქი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად გამოაბრძანებს. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას ეძღვნება და იგი 14:00 საათზე მთავრდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები