ნინო გოგუაძის ინიციატივით, შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟრიტარი წევრის ნინო გოგუაძის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები, ასევე დღის ცენტრების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა წევრმა, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები” თავმჯდომარემ ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გამოფენაზე გლდანის რაიონში მდებარე დღის ცენტრების ,,აისი”, ,,ია” და მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები იყოგამოფენილი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომელიც პროფესიული გადამზადების ცენტრში მოეწყო, საკრებულოს დეპუტატებიც ჩაერთნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები