105 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა. გათავისუფლებულთაგან ხუთი ქალია, ხოლო ერთი – არასრულწლოვანი.
“ადგილობრივმა საბჭოებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სულ 1000-მდე მსჯავრდებულის საკითხი განიხილეს. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ”,- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები