სამების ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია გაიმართა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია გაიმართა. დღევანდელ მსახურებაზე ტაძარში ასევე ფეხთბანვის წესი შესრულდა, რომლის დროსაც უწმინდესმა 12 მღვდელთმთავარს ფეხი დაბანა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა და წმინდა ზიარების მიღება მიულოცა. დღესვე, 19:00 საათზე, ყოვლადმინდა სამების საკათედრო ტაძარში 12- ზის ვნების სახარებას წაიკითხავენ, რომლის დროსაც სასულიერო პირები წმინდა სახარებიდან 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილებს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები