აღდგომის დღესასწაულზე თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. როგორც “კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მერიის ინფორმაციით, 1 და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები