„ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით „ცხელ ხაზზე“ 40 შეტყობინება შევიდა

“ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებში პატრულირებდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა სახანძრო სამსახური.
„დეპარტამენტის „ცხელ ხაზზე“ (153) შემოვიდა 40 შეტყობინება. ყველა მათგანი ეხებოდა საბურავებით და პლასტიკური მასალებით ცეცხლის დანთებას. სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თითოეულ შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება.
სახანძრო სამსახურმა ჩააქრო ცეცხლი. ვინაიდან სამართალდამრღვევები იყვნენ 16 წლამდე პირები, რომელთაც არ ეკისრებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა, მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქციები. დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეადგინეს აქტები“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები