რაჭაში დათვი, რომელიც მდინარეს მიჰქონდა, გადაარჩინეს – ფოტოკოლაჟი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების თანამშრომლებმა დათვის ბელი გადაარჩინეს, რომელიც ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახს მოჰქონდა. დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დათვის ბელს დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა კიდური. ცხოველს დახმარება ადგილზე გაუწიეს. ის გადმოყვანილია თბილისში და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით მიბარდა კომპეტენტურ პირს, რომელიც იზრუნებს მის მოვლა-პატრონობაზე.
13094240_1500450219969391_4688250986915192322_n 13119084_1500450223302724_2694140461978704127_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები