აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, 52,3 %-ს – ქალები

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანია, აქედან საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 %-ს – ქალები. რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს, აქ მამაკაცთა რაოდენობამ მთლიან მოსახლეობაში 49,8%, ხოლო ქალებისამ – 50,2% შეადგინა.
საზოგადოებას, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი აცნობს. მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%, 57 ათასი კვადრატული მეტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები