„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ – ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ – ამ სათაურით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია დაიწყო.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და სხვა მოხალისეები შეუერთდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის პოლიგონთან ახლოს მდებარე სასაფლაოს ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს. მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები