დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით უსუფაშვილს – ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ საუბრობენ

ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ საუბრობენ, საკუთარი არცთუ ისე შორეული წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ზედმეტი მოუვიდა, როდესაც სტალინელები და ლენინელები მოიხსენია, – აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფრაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრობლემა „ნორჩ ლენინელებსა და სტალინელებს“ უკავშირდებოდა.
„როდესაც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი საკუთარ კოლეგებს ლენინელებისა და სტალინელების ეპითეტით ამკობს, გასაგებია, ვისაც გულისხმობს, მაგრამ რამდენად მისაღებია ასეთი სარკაზმი იმ პირისგან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ, 16 აპრილს, ანუ 1 კვირის შემდგომ შევიდა საქართველოს კომუნისტურ პარტიაში და მისი სრულფასოვანი წევრი გახდა? მე ვგულისხმობ ბატონ დავით უსუფაშვილს, რომელსაც ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არც ადრე და არც ახლა არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. არ ვარ „ქართული ოცნების“ ადვოკატი, მაგრამ შევახსენებთ მათ, რომ ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ საუბრობენ“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები