გიგლა აგულაშვილმა დონორებს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა დონორებსა და დაინტერესებულ მხარეებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო. ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030წწ) და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2016-2020წწ).
შეხვედრაზე დისკუსია სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისათვის შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზებისა და პერსპექტივების შესახებ გაიმართა. შეხვედრას, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები