დღეს დიდი ხუთშაბათია

ტაძრებში დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები