საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსოფლიო ფსიქიატრიის ასოციაციის რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარება, რადგან საქართველო ნელ- ნელა, სულ უფრომტკიცედ ხდება სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების ცენტრი. მინდა მივესალმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება მეცნიერებაში და განათლებაში, სადაცსაქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფსიქიატრები უმკლავდებიან ერთ-ერთ ყველაზემნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, არამედ  გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია თბილისში პირველად გაიმართა და მისი მიზანი ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისადა პრიორიტეტების განსაზღვრა, პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერულიპოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისებისგანვითარების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები