ქართველი პოეტი ირაკლი ჭინჭარაული 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქართველი პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა პოეტმა 2015 წლის 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და გარდაცვალებამდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ირაკლი ჭინჭარაულის ლექსების კრებულის – „ფიქრი ნაომარის” წარდგინება გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე „ბიბლუსი-გალერეაში“ გაიმართა, სამწუხაროდ, თავისი პირველი წიგნის პრეზენტაციას თავად პოეტი ვერ დაესწრო.
13081893_1132224376800054_1694221990_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები