ნოვოროსიისკში ჩატანილი ქართული მანდარინების ნაწილი თურქული აღმოჩნდა

რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ჩატანილი ქართული მანდარინების ნაწილი თურქული აღმოჩნდა. გამოცემა kuban.kp.ru-ს ინფორმაციით, გემმა DRUJBA-მ პორტში 107 ტონა მანდარინი ჩაიტანა. გადამზიდავმა საბაჟოს საბუთები გადასცა, სადაც მითითებული იყო, რომ ეს ტვირთი ქართულია.
„სპეციალისტებს ეჭვი შეეპარათ, რომ ტვირთი, მართლაც, საქართველოდან იყო, ამიტომ მთელი პარტიის შემოწმება გადაწყდა. აღმოჩნდა, რომ 40 ტონა მანდარინი თურქეთიდან იყო, ხოლო დანარჩენი – საქართველოდან“, – აცხადებენ სამხრეთ საბაჟო სამმართველოში.
მანდარინების მთელი პარტია უკან გააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები