ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება

28 აპრილიდან ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს.
აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები