პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხებას შეასრულებს

დღეს, 18:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება.
საპატრიარქოს ცნობით, შვიდგზის ზეთისცხებას ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეასრულებს.
შვიდგზის ზეთისცხების დროს მსახურებაზე ტაძრებში სასულიერო პირები შვიდჯერ კითხულობენ წმინდა სახარებიდან ადგილებს, კერძოდ, იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა ქრისტემ სნეულები და დავრდომილები.
მსახურების ბოლოს ტაძარში შეკრებილებს სასულიერო პირები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ზეთს უცხებენ. ზეთისცხება შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც ნათქვამი აქვთ აღსარება და წმინდა ზიარება აქვთ მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები