ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ორთაჭალის ავტოსადგურში საპროტესტო აქციას მართავენ

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, ქართული ბაზრიდან კომპანია „მეტროს“ გასვლის მოთხოვნით, ორთაჭალის ავტოსადგურში საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ”მეტროს” ავტობუსს, რომელმაც თბილისი-ბათუმის რეისი უნდა განახორციელოს, გზა გადაუღობეს და სადგურიდან გასასვლელი ჩაუკეტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია „მეტრო“ პატარა კომპანიებს არათანაბარ და არაკონკურენტუნარიან გარემოს უქმნის.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები