თამარ ტალიაშვილი თბილისის მუზეუმების დირექტორებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში თბილისის მუნიციპალური მუზეუმების დირექტორებს შეხვდა.
როგორც ”კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის ყველა მუნიციპალური მემორიალური მუზეუმების წარმომადგენელი ესწრებოდა, მუზეუმების გაერთიანების შექმნის საკითხი განიხილეს და დაგეგმილი რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისის მერიამ მუზეუმების გაერთიანების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი, საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გარეშე საგანმანათლებლო-კულტურული კომპონენტის გაძლიერება, სტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის შექმნით ვიზიტორთა ნაკადების გაზრდა და ასევე ახალგაზრდებს შორის მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაციაა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მუზეუმებში მიმდინარე პროექტებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს და საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები