მუხიანში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც ”კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ქალი და ბავშვი დროულად გამოიყვანეს და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დამწვარია საცხოვრებელი ფართის დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები