ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას მეუფე სერაფიმეს ნაცვლად მიტროპოლიტი თეოდორე უხელმძღვანელებს

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) დაევალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ მეუფე სერაფიმეს მიერ ეპარქიის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაავცელა.
„პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე)“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს მიერ ეპარქიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლების თხოვნით, მიტროპოლიტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიმართა. თუ რა გახდა მეუფე სერაფიმეს მიერ ეპარქიის დატოვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები