პარაფრენბურთის ეროვნული ნაკრები 28 აპრილს აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს ახლად შექმნილი პარაფრენბურთის ეროვნული ნაკრები მზად არის, რომ 28 აპრილს აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებთან პირველი შეხვედრა გამართოს, – ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ვანო ქადაგიძემ პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას დღეს თავად განაცხადა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიერ გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და მის უფროსს, რადგანაც ისინი მთლიანად ჩაერთნენ ჩვენი ფედერაციის საქმიანობაში. მათ ბაზაზე შეიქმნა პირველი გუნდიც. პარამიმართულებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან ჩართულნი, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო ამპუტირებული აქვთ ფეხის კიდურები. თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ამ ადამიანების მობილიზება და შექმნა გუნდი, რომელსაც დღეს ის ნატოს ქვეყნებთან მიმართებაში იყენებს, ისე როგორც მოთამაშე გუნდს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი კონცეფცია ის იყოს, რომ მომხდარიყო ამ ადამიანების სრულყოფა ფედერაციის სახით და შემდეგ რეგიონალური მიმართულებითაც გვემოქმედა.
განსაკუთრებული დახმარება გაგვიწიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც მოგვაწოდეს მასალები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იყო. ამ ეტაპზე მხოლოდ 1 გუნდი არსებობს, რომელიც თავდაცვის სმაინისტროს ჰყავს. ბაზაზე მოვახდინეთ სხვა პიროვნებების ჩართულობაც, რომლებმაც შეძლეს დღეს ეროვნულ ნაკრებში მონაწილეობა. ეს ადამიანები, ძირითადად, ის მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც არა მხოლოდ სპორტული უნარ-ჩვევებით იქნებიან აღჭურვილნი, არამედ სამშობლოს სულისკვეთებით. მათ იბრძოლეს თავიანთი ქვეყნის გულისთვის, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დაკარგეს ქვედა კიდურები, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ამ ადამიანების რეალიზება და ახლა ისინი მზად არიან, რომ გამოადგნენ ქვეყანას და წარმატებებს მიაღწიონ“,- განაცხადა ქადაგიძემ.
ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა მოხდეს სხვა ადამიანების პოვნა და პროექტში ჩართვა.
„აღსანიშნავია, რომ ფედერაცია ასევე აქტიურ მუშაობას იწყებს ქალაქის მუნიციპალიტეტთან, გვსურს მივმართოთ ბატონ გიორგი ლილუაშვილს, რომ ისიც ჩაერთოს ამ პროექტში, რადგან თბილისს რეგიონალური მიმართულებითაც უნდა ჰყავდეს გუნდი. მინდა მოვუწოდო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტს, ქუთაისის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს, რათა მათ ბაზაზეც შეიქმნას გუნდები. ჩვენ უკვე მოვიძიეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან ვარჯიშებში”,-განაცხადა ქადაგიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციის გრძელვადიანი მიზნები არა მხოლოდ რეგიონალური მაშტაბით გასვლას და ამხანაგური მატჩების ჩატარებას, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები