ჯაბა სამუშია ივანე ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში -„ქართველოლოგია: წარსული, აწმყო და მომავალი“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას პროფესორები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ჯაბა სამუშია, რომელიც ამავდროულად კონფერენციის ერთ-ერთ სექციას ხელმძღვანელობდა, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა და ივანე ჯავახიშვილის ღვაწლსა და დამსახურებებზე დეტალურად ისაუბრა.
პროფესორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებს დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის იუბილე მიულოცა და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ივანე ჯავახიშვილის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიები, მათ შორის ფილმების ჩვენებები, გამოფენები და პრეზენტაციები იმართება.
ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეები თსუ-ში 25 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები