პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრნენ – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი სახელმწიფოს შექმნა, გულისხმობს იმას, რომ ის ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც გააჩნია ქართველს და ქართულ კულტურას უნდა გადავიტანოთ ადეკვატურ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ადეკვატურ პოლიტიკურ მოწყობაში, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისეთ ფორმაში, როგორიც ევროპაშია.
ინტერალიეს სასახლეში საზეიმო მიღებაზე საქართველოს დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.
ინტერალიეს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე- დელონმა მიმართეს.
,,25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ ახლა იწყება სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.
ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენს მომავალ მიზნად დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ სვლა და 2016 წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს წლად.
ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი, მაგრამ თავისუფალი სწორედ მაშინ გახდება საქართველო, როცა თავის ბუნებრივ იდენტობას განხორციელების და ბუნებრივად შექმნის ევროპულ სახელმწიფოს”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულმა ანსამბლმა ,,სულოკომ” კონცერტი გამართა.
13062124_567646270070317_4537334509158026608_n
13047728_567646426736968_8966902982566508199_o
13062273_567645886737022_3261694362931727729_n
13015311_567646193403658_5655982056759359286_n
13055382_567645820070362_3176855259135828189_n
13082502_567645830070361_5071554358973701959_n
13092075_567646153403662_2448105640690462037_n
13087494_567646090070335_7705868714112419568_n
13082522_567646296736981_412046875527014416_n
13006688_567646176736993_8929414389362881042_n
13010757_567646960070248_863873355986134277_n
13015257_567646093403668_8902654106976190267_n
13082505_567646433403634_6894561176226720743_n
13015362_567646686736942_1100421978132664508_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები