ეროს რამაზოტი ხვალ თბილისში პრესკონფერენციას გამართავს

იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პრესკონფერენციას, რომელიც კულტურის სამინისტროში გაიმართება, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი გაუძღვებიან. ეროს რამაზოტის კონცერტი სპორტის სასახლეში 24 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები