მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან, 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.
„მტკვრის მარჯვენა (ზ. გამსახურდიას სახელობის) სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ორივე მიმართულებით 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე.
06:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი – ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარის ხიდის მიმართულებით (დროის ამ მონაკვეთში საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება).
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება 24 აპრილსაც გაგრძელდება და ორშაბათს 25 აპრილის დილის 07:00 საათზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები