პუშკინის ქუჩა ორი დღით გადაიკეტება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს.
თბილისის მერია შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები